Logo

ირაკლი კობახიძე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
271
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ხორხე გარბახოსას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კალათბურთის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებს.

"განიხილეს თბილისში 16 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობა. ხორხე გარბახოსამ

პრემიერ-მინისტრს ჩემპიონატის მასპინძლობისა და მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის  პრეზიდენტმა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

Advertisement