ირაკლი კობახიძე - კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, მათი პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთის და ამის გამო არავინ აკრიტიკებს

ავტორი
Front News საქართველო
ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიებს მუდმივად იმიტომ ვითხოვთ, რომ ფაქტები მეტყველებს ჩვენს პოზიციებზე. როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გარშემო რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
„ესენი არიან საქართველო და უკრაინა. ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. მათი პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთის ფედერაციას და არავინ აკრიტიკებს მოლდოვას, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტების გამო. მოლდოვა ამ დრომდე დსთ-ს წევრია. ჩვენ ვიცით, რომ დსთ არის მთავარი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ქოლგის ქვეშ და მოლდოვა კვლავ დსთ-ს წევრია და არავინ აკრიტიკებს მათ. თუ სავაჭრო მაჩვენებლებს გადავხედავთ, რუსეთის წილი საქართველოს ვაჭრობაში გაცილებით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც პროევროპულად ითვლებიან. ეს არის ფაქტები და დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციებია. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ზოგად ურთიერთობებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას და ყველაფერს ავიღებთ, ფაქტი ნულის ტოლია, არ არსებობს. ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, მოლდაველი პოლიტიკოსები, როგორიცაა მინისტრის მოადგილე, ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგს ეწვივნენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გასამართად. საქართველოში ეს ასე არ არის. და კიდევ ერთხელ, ფაქტი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


