ირაკლი კობახიძე - კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს


ავტორი
Front News საქართველო
კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც.
"როდესაც ვსაუბრობთ ხარჯების ოპტიმიზაციაზე და ზოგადად, მთავრობის საქმიანობის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე, ხაზი უნდა გაესვას კიდევ ერთ საკითხს, ეს არის პირდაპირი ფორმით პრივატიზების საკითხი. ჩვენ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც. კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. შესაბამისად, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს