ირაკლი კობახიძე – კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე


ავტორი
Front News საქართველო
მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კაპიტანი თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები, იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.
“გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ უკვე მეექვსედ მოიპოვეს ევრობასკეტის, ევროპის ჩემპიონატის საგზური. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება და ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელების და მთლიანად გუნდის წევრების უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე. ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილი ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ 2 კალათბურთელი, კაპიტანი, ბატონი თორნიკე შენგელია და ასევე გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე. ყველა მათგანს მინდა მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა