ირაკლი კობახიძე – კარლ ჰარცელიც არის პასუხისმგებელი ცნობილი კრიმინალის, ნიკა მელიას გარეთ ყოფნაზე

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირს, რადგან მის ოფისთან მოაწყო პროვოკაცია.
„ევროკავშირის ელჩის ოფისის წინ მოხდა ეს ყველაფერი და პირველ რიგში მას აკადრა მელიამ ის, რაც გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარლ ჰარცელის მხრიდან მყისიერი რეაგირება ამ თემაზე, მით უმეტეს, რომ ისიცაა პასუხისმგებელი ცნობილი კრიმინალის, ნიკა მელიას გარეთ ყოფნაზე.
პოლიტიკოსის საქმე არის პოლიტიკის კეთება, მაგრამ გუშინ ნიკა მელია იმსახურებდა გინებას და ამიტომ მიიღო შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


