
ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში, გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით.
"განსაკუთრებით ეს ეხება ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა.
მადლობას ვუხდი თქვენს ოჯახებს, რომლებიც ამ ურთულეს გზაზე თქვენი მთავარი დასაყრდენი არიან და თქვენთან ერთად იზიარებენ ამ დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს