Logo

ირაკლი კობახიძე - ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე

პოლიტიკა
414
Frontnews image description

დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ გავლენიანი ძალები ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ ყალბი იდეოლოგიები.

“ამას დავუპირისპირდით ჩვენ, მათ შორის, იმ კანონით, რომელიც მივიღეთ და რომელიც სწორედ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთან ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. იყო სერიოზული კრიტიკა ამ კანონის მიმართ, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა აქაც, საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველამ გააცნობიერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ბუნებრივია, დღევანდელი მსვლელობაც არის, მათ შორის, იმის გამოძახილი, რომ ქართველი ხალხი ბოლომდე დადგება მტკიცედ ჩვენი ტრადიციული ფასეულობების სადარაჯოზე”, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement