ირაკლი კობახიძე - კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია და ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება, ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ


ავტორი
Front News საქართველო
კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია და ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე, ამაზე შეფასების გაკეთება რთულია.
"არც ვიცი ამას რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე. თქვენ ხედავთ, როგორი კატასტროფისკენ მიექანება ევროპული ბიუროკრატია, როგორ ცდილობს, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება. ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ, როგორიც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა