Logo

ირაკლი კობახიძე - კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი

პოლიტიკა
171
Frontnews image description

ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა გახარიას და „ლელოს“ პარტიის ლიდერების ბერლინში შეხვედრასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ცოტა სასაცილო მდგომარეობაში არის ოპოზიცია.

"კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები. სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები. საბოლოოდ, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ამ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით წარიმართება პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement