
ავტორი
Front News საქართველო
“შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა გაუგებარი და პირველ რიგში, დასანანია“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რითაც მოსმენა-მიყურადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, „რომ ეს დემოკრატიისგან უკან გადადგმული ნაბიჯია“ აღნიშნა, რომ მისთვის ეს განცხადება გაუგებარი და დასანანია.
“ეს განცხადება რა თქმა უნდა, გაუგებარია. როდესაც არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ გაქვს და ამას ამბობ, ეს გაუგებარია. მილიონჯერ გვითქვამს, შეხვედრებიც გვქონია საელჩოს წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ შენიშვნა არ არის, სამართლებრივად ყველაფერი სუფთაა, მოდის მაინც პოლიტიკური კომენტარები და ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა, გაუგებარი და პირველ რიგში დასანანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს