
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე და ამ გზით ბარიერის გადალახვაზე იფიქრებენ.
“ზოგადად, თუ ერთპროცენტიანი, ორპროცენტიანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორიც არის იგივე “ლელო“, გახარია და ა.შ. ეს მათთვის უკეთესი იქნება. დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები – 1, 2, 3 პროცენტი, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს იქნება უფრო სწორი, დანარჩენი მათი საქმეა.
მგონია, რომ ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენი რამე დაუშავეს ამ ქვეყანას, საზოგადოებამ ხომ დაინახა ეს ყველაფერი, როგორ ეწეოდნენ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს