
ავტორი
Front News საქართველო
კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი ყაჩაღია.
“დემაგოგიასაც ნიჭი სჭირდება ქალბატონო ნინო. ახლა რაც შეეხება პასუხს – დავიწყებ ისევ ორი სიტყვით, ზრდილობა და კულტურა, რამდენჯერმე დაარღვიეთ. კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტი, ასეთი გონორით არ ვისაუბრებდი. თქვენი სირცხვილია, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობთ, რადგან კეზერაშვილი არის კაცი, რომელიც იყო „2008 წლის ომის გმირი“, თავდაცვის მინისტრი იყო მაშინ და ქვეყანაშიც არ იყო როგორც ამბობენ, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი, კეზერაშვილი დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. კეზერაშვილი როცა ძარცვავდა ბიზნესმენებს და ჯარს, ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა 3 მილიარდი დოლარი ამ ქვეყანაში. კეზერაშვილი ყაჩაღია. ყაჩაღის ტელევიზიაში მუშაობთ ქალბატონო ნინო. ის, რომ ევროკავშირში ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს არის სერიოზული პრობლემა. კეზერაშვილის ტელევიზიაში მუშაობა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს კაცი ძარცვავდა ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს და არ გრცხვენიათ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს