Logo

ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს, ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან

პოლიტიკა
387
Frontnews image description

დღესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებად იწოდებიან ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან.

"თქვენს ეთერში გამოქვეყნდა რეიტინგები. როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, რაზეა საუბარი. დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში. ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე, ასეთი ადამიანები აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს. 65%-იანი რეიტინგის პირობებში მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მოახერხონ ასეთი სისულელეების ლაპარაკი. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან ჩვენს ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან. ხაბეიშვილი, წითლიძე ან ბურჭულაძე როგორ გახდებოდა პოლიტიკოსი, გარედან რომ არ დაენიშნათ ეს ადამიანები პოლიტიკოსებად ოპოზიციაში", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement