ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ხაბეიშვილს აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა, ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის - ასეთია აგენტის ხვედრი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანი ხდება აგენტი, ის იძულებულია, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მასვე აზიანებს.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ ყველას გასაგონად, რომ არავის ვურჩევ აგენტობას. როდესაც ხდები აგენტი, შენ იძულებული ხარ, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც შენვე გაზიანებს. მას აძლევდნენ ჯერ 3000, შემდეგ 5000 ლარს თვეში და დაავალეს დანაშაულის ჩადენა. ჩაადენინეს დანაშაული და გაწირეს ციხისთვის. ასეთია აგენტის ხვედრი. დანარჩენი არის გამოძიების საქმე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს