
ავტორი
Front News საქართველო
რა განსხვავებაა ხაბეიშვილსა და ვაშაძეს შორის? – არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ეს არის ერთიანი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ერთი რამით არის გაერთიანებული – ეს არის აგენტურა. ისინი არიან უცხოური გავლენის აგენტები და ეს არის მთავარი, რაც მათ აერთიანებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ შემავალი სხვადასხვა პოლიტიკური ძალაში უცხოური გავლენის აგენტები არიან გაერთიანებული და მათ შორის განსხვავება მხოლოდ პირობითია.
კობახიძემ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ როდესაც არჩევანის გაკეთება ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძესა და ნიკა გვარამიას შორის უწევთ, ეს კოლექტიურ “ნაცმოძრაობაში“ არსებულ „საკადრო შიმშილზე“ მეტყველებს.
“სხვაობა მათ შორის არის მხოლოდ პირობითი ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი თუ ნებისმიერი სხვა, ერთია რომ არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის და მეორე – აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ, არც ერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. როგორ ხალხზეა საუბარი წარმოიდგინეთ, როცა მეტი არჩევანი არ გაქვს ვიდრე ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ა.შ. აქედან ჩანს, როგორი საკადრო შიმშილია ნაცმოძრაობაში. არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობას. ერთადერთი შანსი აქვთ, რომ წააგებენ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს