
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, ლოგიკური იქნება, თუ შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ სანქციები გავრცელდება.
მისივე თქმით, ხალხის მხარდაჭერა მათ მხარეს არის და არ გაუჭირდებათ სიმართლის გატანა.
“რაც შეეხება სანქციებს, თვითონ ეს დამოკიდებულება არის ძალიან საინტერესო, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ ელაპარაკებიან საკუთარ ხალხს და უყურებენ გარე მხარდაჭერას. უნდათ, რომ როგორმე იქ მაინც მიიღონ მხარდაჭერა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველა მიმართულებით წარუმატებლები იქნებიან. ხალხის მხარდაჭერა არის ჩვენს მხარეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვიჭირდება სიმართლის გატანა ყველა თემასთან, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს