
ავტორი
Front News საქართველო
ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს, ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას ხალხის მობილიზება არ შეუძლია.
“რეგიონებიდან ჩამოჰყავთ ხალხი, ამისათვის ფულიც იხარჯება, თუმცა ხედავთ, რომ ხალხის მობილიზება მათ არ შეუძლიათ გამომდინარე იქიდან, რომ ხალხი მხარს არ უჭერს ოპოზიციას და მის მიერ გაცხადებულ გეგმებს. ხალხს უნდა მშვიდობა, ხალხს სჭირდება სტაბილური განვითარება და ეს არის ის, რაც მოხდება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ოპოზიცია მე მგონი, ემზადება პარლამენტში შემოსასვლელად, რეალური გეგმა არის ეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს