Logo

ირაკლი კობახიძე - ხმები დადის, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული, ვერ ელევა ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად

პოლიტიკა
335
Frontnews image description

ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული და ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი.

"ხმები დადის იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს ფული და ვერ ელევა ხოლმე ვერანაირ შემოსავალს და როგორც ჩანს, საკუთარი ცოლისთვის ხელფასის გადახდა მიაჩნია ქველმოქმედებად. ეს არის მისი ღირებულებები, მისი სტანდარტები და სწორედ ამ  ღირებულებებით აღმოჩნდა ის რადიკალური ოპოზიციის რიგებში. ასეთი ღირებულებების ადამიანები არიან რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი და ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი პაატაც“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement