Logo

ირაკლი კობახიძე - ხობშიც უნდა წავიდეთ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის მიმართულებით და გვექნება დეტალური გეგმა

პოლიტიკა
480
Frontnews image description

ფოთში მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. რაც შეეხება ხობს, აქაც უნდა წავიდეთ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ დაგეგმილ პროექტზე დაიდება გეგმა თავისივე გაწერილი ვადებით.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო 20 მილიონის დამატება ფოთის ბიუჯეტში, ეს არ არის ერთჯერადი დამატება, ყოველი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება პლუს 20 მილიონით სტანდარტული ზრდის მიღმა ფოთის ბიუჯეტის განსაზღვრა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ფოთის თეატრის რეაბილიტაცია საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია, აქაც გავიხსენებ წინა ხელისუფლებას, საკმაოდ არასწორი ფორმით განხორციელდა ეს პროექტი, შესაბამისად, საკმაოდ ძვირი ჯდება რეაბილიტაცია. საკითხს დამატებით შევისწავლით. ყოველ შემთხვევაში, ფოთში მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ მაღალ ადგილს დაიკავებს ფოთი და ფოთში მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას ექნება არა მხოლოდ სპორტული დატვირთვა, არამედ კულტურულ-შემეცნებითიც.

რაც შეეხება ფოთსა და სენაკს - სენაკში უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მოედნის და აუზის მოწყობა-მშენებლობის მიმართულებით, რაც შეეხება ხობს, აქაც უნდა წავიდეთ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის მიმართულებით და როგორც უკვე ითქვა, გვექნება დეტალური გეგმა, რომელსაც წარმოგიდგენთ და ყველას შეგიძლიათ, გაეცნოთ. თავისი ვადებით იქნება გაწერილი ეს გეგმა თითოეული მუნიციპალიტეტისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები