
ავტორი
Front News საქართველო
მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ბევრი უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ ერთი ფუნქცია, რაც მაქვს აქვს ეს არის სხვა ინსტიტუტების მოფრთხილება და დაცვა. როდესაც სხვებისგან მოდის დაუსაბუთებელი ბრალდებები, ამისგან პირველმა უნდა დაიცვას ესა თუ ის ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტმა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “იმედი LIVE“ განაცხადა.
“როდესაც პრეზიდენტი ასეთ უხეშ განცხადებას აკეთებს, რომ არსებული სასამართლო აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, რაღაც არგუმენტი ხომ უნდა გქონდეს?! ხომ უნდა დაასაბუთო, რით აფერხებს სასამართლო ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციას?! სად არის არგუმენტი?! საქართველოს პრეზიდენტი რომ გქვია, ხომ არ უნდა დახვიდე რომელიღაც ენჯეოს ხელმძღვანელის თუ წარმომადგენლის დონეზე?! როდესაც არგუმენტების გარეშე ცდილობ, რომ თავს დაესხა სხვა ინსტიტუტს, ეს არის მიუღებელი.
აიღეთ საერთაშორისო რეიტინგები და ნახავთ სად იყო საქართველო 2012 წლამდე და სად არის დღეს – წინსვლა არის ფუნდამენტური ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს