Logo

ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპს შეხვდება

პოლიტიკა
175
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ რომის პაპ ლეო XIV-ს შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.

ირაკლი კობახიძე ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

Advertisement