Logo

ირაკლი კობახიძე – კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტოს დესტრუქცია, დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ ექვსი წელი

პოლიტიკა
682
Frontnews image description

როდესაც საუბრობენ რაღაც გამოგონილ, კურსის ცვლილებაზე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ, შეწყვიტონ სპეკულაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პროდასავლური კურსის საფრთხის შესახებ საუბრობენ ადამიანები, რომლებიც დასავლელ პარტნიორებს ლანძღავდნენ.

 

“ესენი არიან ადამიანები, რომელთა ლიდერები პირდაპირ ლანძღავდნენ არამარტო კონკრეტულ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არამედ ინსტიტუტებსაც, მიხეილ სააკაშვილის თამადობით. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის განცხადებები, მელიას განცხადებები, გვარამიას განცხადებები და ასე შემდეგ. როდესაც ისინი საუბრობენ რაღაც გამოგონილ კურსის ცვლილებაზე, ეს რა თქმა უნდა არის ცარიელი სპეკულაცია და მოვუწოდებ მათ, რომ შეწყვიტონ ასეთი სპეკულაცია.

 

პოლიტიკაში წარმატებას სჭირდება ერთი და იგივე რამ, საარჩევნო წარმატებასაც და ქუჩაში წარმატებასაც. ეს არის ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ამას ახლა თვითონაც ხედავენ გამომდინარე იქიდან, რომ არ არის მუხტი ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ სათანადო მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ სათანადო მუხტი ქუჩაში და აქედან გამომდინარე გადადიან რადიკალურ ნაბიჯებზე. მოვუწოდებ მათ, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად მიწევს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების გამეორება, რომელსაც ის არ ასრულებს უკვე კვირაზე მეტია, თუ არ ვცდები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეწყვიტოს დესტრუქცია, შეწყვიტოს შიმშილობა, დაასვენოს ეს ქვეყანა, თვითონაც დაისვენებს მგონი მინიმუმ ექვსი წელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები