
ავტორი
Front News საქართველო
უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას გავცვალეთ მოსაზრებები ვაჭრობის, დაკავშირებადობის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროების განვითარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებისას მხარეებმა დაადასტურეს ერთგულება საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისადმი.
"უზბეკეთის დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატის შეხვედრისას გავცვალეთ მოსაზრებები ვაჭრობის, დაკავშირებადობის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროების განვითარებაზე, რითაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისადმი", - წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს