Logo

ირაკლი კობახიძე - კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი

პოლიტიკა
208
Frontnews image description

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადირ ჟაპაროვთან. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, განსახილველ საკითხებს შორის იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.

"განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა და სხვა - საერთო ინტერესების საკითხები. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის  გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი", - წერს კობახიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები