
ავტორი
Front News საქართველო
კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
“გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები ნიკანორ მელიას და ნიკა გვარამიას შესრულებით, ეს იყო ნამდვილი თავდასხმა. ჩვენს შემთხვევაში არის მარტივი რამ, კითხვები არის დასმული გარკვეულ თემებთან დაკავშირებით და ეს არის ის კითხვები, რაზეც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი. კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური. ეს მათაც კარგად იციან, ეს არის ერთგვარი კამპანია, თუმცა ეს კამპანია სრული წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.
48 ოპოზიციონერი დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს