ირაკლი კობახიძე - კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ

ავტორი
Front News საქართველო
კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, არაფორმალური გავლენებით მართული ევროპული ბიუროკრატია ამას ვერ ეღირსება.
"ვერ ეღირსება ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, საქართველოში "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




