Logo

ირაკლი კობახიძე - კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც

პოლიტიკა
108
Frontnews image description

კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა არის ხოლმე და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

"თქვენ გახსოვთ მისი უამრავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე, აქ უფრო ღრმად არ მინდა, რომ შევიდე. როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერს კითხვა დაუსვეს ელისო კილაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად იგი დაკავებას მამუკა მდინარაძის ბიტკოინებზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს განცხადება აბსურდულია.

"მან უკვე მეორე გააკეთა ეს განცხადება პირველად გააკეთა დაახლოებით 1 წლის წინ. რამე რომ ჰქონოდა, გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური ანუ პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. სერიოზულ კომენტარს მისი ასეთი განცხადებები, არ იმსახურებს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები