ირაკლი კობახიძე – კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები რასაც აკეთებენ არასერიოზულია


ავტორი
Front News საქართველო
აბსოლუტურად არასერიოზულია, რასაც კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებები აკეთებენ, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან.
“ჩვენ აქ მართლა გვიწევს ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ხალხი და ხელისუფლება. ეს ხელისუფლებები არის ხალხის მიერ არჩეული, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს ხელისუფლებები განიცდიან პირდაპირ გავლენას გლობალური ომის პარტიისგან, ისინი არ არიან სუვერენული და ამ მდგომარეობაშია დღეს ეს ქვეყნები. თავისთავად მათი ნაბიჯები არის არასერიოზული, თუმცა ჩვენ უნდა დავრჩეთ კვლავაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში გამომდინარე იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენ ქართველებს გვაქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად არასერიოზულია განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან

ირაკლი კობახიძე – სამარცხვინოა, რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ

ირაკლი კობახიძე – გამოჩნდა, რომ ამერიკული თანხები ხშირად არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად გამოიყენებოდა