
ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.
მისი თქმით, კონფერენციაზე დაფიქსირებული იქნება საქართველოს პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით.
“ჩვენ დღეს დავაფიქსირებთ საქართველოს პოზიციას კიდევ ერთხელ, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მზადყოფნას, რამდენად შესაძლებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ უკრაინის აღდგენაში“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს