
ავტორი
Front News საქართველო
კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ვიოლა ფონ კრამონმა თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს ადამიანი, თავად განსაზღვრეთ. როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს ჰკადრებ ამერიკელ პარტნიორებს, რას იმსახურებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი, თავად შეგიძლიათ, განსაზღვროთ.
არ ვიცი, რა ამოძრავებს კუბილიუსს. შეიძლება, ეჭვები მქონდეს, მაგრამ, არ ვიცი. კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს. საუბარია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომ „ადამიანი როცა ლაპარაკობს ისეთ რაღაცებს, რაც ვიოლა ფონ კრამონმა ილაპარაკა, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს