ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე


ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს პირველ რიგში არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე.
"ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს პირველ რიგში არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის სათანადო ეკონომიკური გარემო, საგადასახადო სისტემა, რაც არის მორგებული ეკონომიკური ზრდის ინტერესებზე. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და იქ, სადაც ბიზნესი თავისუფალია, რა თქმა უნდა, მეტია ზრდის შესაძლებლობა, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე და ეს არის სწორი მენეჯმენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს