ირაკლი კობახიძე - ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება კანონპროექტების პაკეტი

ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიციირდა პარლამენტში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი რამის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი.
"კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიციირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




