ირაკლი კობახიძე - "ლელომ" ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში 58 დეპუტატი გაიყვანა, გახარიამ 26 დეპუტატი შეიყვანა 64 საკრებულოში ერთად


ავტორი
Front News საქართველო
"ლელომ“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში 58 დეპუტატი გაიყვანა, საშუალოდ 1 დეპუტატიც არ გამოუვიდა ერთ საკრებულოში და გახარიამ 26 დეპუტატი შეიყვანა 64 საკრებულოში ერთად, თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შედეგები მათ ბევრი ფორმით აღიარეს, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი „ლელოდან“ პირდაპირ აცხადებდა, რომ 40 ათასამდე ხმა მიიღო.
„ასეთი აღიარებები მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებითაც. წამოცდენები ჰქონდათ, ასახელებდნენ იმას, რამდენი ხმა მიიღეს, რაც ნიშნავდა თავისთავად არჩევნების შედეგების აღიარებას. რაც შეეხება იმას, რატომ შედიან საკრებულოებში, მარტივად არის საქმე - სხვა დავალება მიიღეს საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით. პარლამენტს როცა უცხადებ საბოტაჟს არჩევნების შემდეგ, აქ შეგიძლია, წაახალისო რევოლუციური პროცესები. 26 ოქტომბრის ღამიდან მათ დაიწყეს აქციების ორგანიზება, კეტავდნენ ქუჩებს და ა.შ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ პარლამენტის მიმართ საბოტაჟის განხორციელებით წაახალისებდნენ რევოლუციურ პროცესებს. თვითმმართველობის არჩევნები და საკრებულოები არის განსხვავებული საკითხი. რაც არ უნდა საბოტაჟი განახორციელო საკრებულოს მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ვერ წაეშველება რევოლუციური პროცესებს, ამიტომ დღეს მიიღეს განსხვავებული დავალება. თუ ადრე უცხოელმა პატრონებმა დაავალეს ბოიკოტირება, საბოტაჟი პარლამენტის მიმართ, ახლა მიიღეს სხვა დავალება. მათი დავალებაა, სცადონ რამენაირად საკრებულოს პლატფორმის გამოყენება პოლიტიკური ინტერესებისთვის. თუმცა, დიდი პლატფორმა ვერ მიიღეს, ლელომ მთლიანობაში გაიყვანა 58 დეპუტატი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში, საშუალოდ 1 დეპუტატიც არ გამოუვიდა ლელოს ერთ საკრებულოში და გახარიას შედეგი იყო უარესი, 26 დეპუტატი შეიყვანეს 64 საკრებულოში ერთად. თუმცა ამ შემთხვევაში უღირთ ამ პლატფორმის გამოყენებაც. ყოველ შემთხვევაში, ასეთია უცხოელი პატრონების დავალება ამ ორი პარტიის მიმართ დღეს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს