ირაკლი კობახიძე - "ლელოს“ თავის დროზე რომ არ გაეუქმებინა მანდატები და შემოსულიყო პარლამენტში, "ლელოს“ ამოღებაც მოგვიწევდა სარჩელიდან

ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს“ თავის დროზე რომ არ გაეუქმებინა მანდატები და შემოსულიყო პარლამენტში, „ლელოს“ ამოღებაც მოგვიწევდა ამ სარჩელიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ლელო“ დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც.
"სამართლებრივად არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი და არის კონკრეტული ქმედებები, რაც შეიძლება არ გახდეს პარტიის აკრძალვის საფუძველი, თუნდაც ეს ქმედებები იყოს დანაშაულებრივი. „ლელოს“ თავის დროზე რომ არ გაეუქმებინა მანდატები და შემოსულიყო პარლამენტში, „ლელოს“ ამოღებაც მოგვიწევდა ამ სარჩელიდან, თუმცა დარჩა საბოტაჟის რეჟიმში და აქედან გამომდინარე, დარჩა სარჩელშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




