ირაკლი კობახიძე - "ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი


ავტორი
Front News საქართველო
"ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით და ა.შ. მათ გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი, ასეთ ფონზე მათ პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ლელომ“ საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს.
"ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ცოტა ხნის წინ ლიდერებმაც კი დატოვეს „ლელო“. ასეთ ფონზე, ვიღაცაზე ამის გადაბრალება არის სისუსტის მორიგი გამოხატულება. საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს ამ პოლიტიკურმა პარტიამ. აქამდე თავად მიიყვანეს საკუთარი თავი, ეს ძალიან კარგად მოეხსენება ყველას. ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით და ა.შ. მათ გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი. ასეთ ფონზე მათ პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა