ირაკლი კობახიძე - ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით, თავისი ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ წარმატებული ქართველი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო. ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი გულწრფელი და თავგანწირული ბრძოლით, თავისი ხალხისა და სამშობლოს უანგარო სიყვარულით. ასეთი გამორჩეული პატრიოტის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველა ჩვენგანისათვის. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს