ირაკლი კობახიძე - ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას


ავტორი
Front News საქართველო
ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი, ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ლევან ხარაბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ლევან ხარაბაძე იყო გუბერნატორი ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის მხარეში და ის არის ღირსეული ადამიანი.
"ლევან ხარაბაძე არის ღირსეული ადამიანი. ის ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას. ბოლოს ის იყო გუბერნატორი ქვემო ქართლის მხარეში, მანამდე – შიდა ქართლის მხარეში. ის არის ძალიან ღირსეული კაცი. რაც შეეხება „ნაცებს“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ, ანუ თქვენი ტელევიზიისკენ. ის შეიძლება იყო პოლიციის ხელმძღვანელი და უამრავი ადამიანი ემსახურებოდა პოლიციის სისტემას თავის დროზე, მაგრამ რაც შეეხება „ნაცობას“, „ნაცები“ მოიკითხეთ თქვენკენ. თქვენ მაშინაც ცუდ საქმეებს აკეთებდით და ახლაც ცუდ საქმეებს აკეთებთ. პოლიციაში მაშინაც მუშაობდა 25 000 კაცი. ამ 25 000 კაციდან 20 000 იყო ღირსეული ადამიანი და ლევან ხარაბაძე არის ღირსეული კაცი. რაც შეეხება უღირს „ნაცებს“, ისინი წარმოდგენილი არიან ჭარბად თქვენს ტელევიზიაში. ეს არის თქვენ მიერ დამკვიდრებული სისხლიანი სისტემა და თქვენ დღემდე ემსახურებით „ნაცებს“. ამიტომ, „ნაცებზე“ კითხვას ნუ დასვამთ. „ნაცებით“ არის დაკომპლექტებული თქვენი ტელევიზია“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ხარაბაძე “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და 2009 წელს აქტივისტების დარბევაში მონაწილეობდა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს