
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში.
"მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, ბატონი ჰერჩინკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოეგოთ არჩევნები და ამათი მთავრობა რომ ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში ამ პოლიტიკური ძალების, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა, ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ჰყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო, არა მარტო წინასაარჩევნო მოწოდებებში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი, არამედ გამოიხატებოდა იმითაც, რომ გახსოვთ, არჩევნების დასრულების შემდეგ, არც ერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება, რადგან ეს ხალხი უნდოდათ ხელისუფლებაში. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში. ეს არის ხალხი, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა ბატონ ჰერჩინსკის, მის თანამზრახველებს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა, ეს იქნებოდა უბედურება. თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმოდგენა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს