
ავტორი
Front News საქართველო
მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაოებში ჩართული იყვნენ ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და შსს-ს სამაშველო სამსახური.
"ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპში მოხერხებულიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც მთავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს