ირაკლი კობახიძე – მადლობას გადავუხდი საელჩოს ობიექტურობისთვის


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების გახსნასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის საელჩოს ობიექტური და მნიშვნელოვანი განცხადების გავრცელებისთვის.
“მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი საელჩოს ობიექტურობისთვის. პირველი შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში როდესაც საელჩო დაუპირისპირდა „ნაცმოძრაობის“ დეზინფორმაციას და მან გაავრცელა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი, ობიექტური განცხადება „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ სამწუხაროდ ბოლო ელჩის პირობებში არ ხდებოდა. როგორც კი წავიდა ელჩი, მაშინვე გავრცელდა ობიექტური ინფორმაცია საელჩოს მიერ და ამისათვის საელჩოს დიდი მადლობა“, – აცხადებს კობახიძე.
კობახიძემ ასევე, ოპოზიციის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება.
“როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებ, თან ასეთ სენსიტიურ თემაზე და მერე ამერიკის საელჩოს და სახელმწიფო დეპარტამენტს უწევს ამის უარყოფა, ეს რა თქმა უნდა დამაზიანებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – მადლობას გადავუხდი იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შესაბამის კანდიდატურებს

ირაკლი კობახიძე – მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება

ირაკლი კობახიძე – საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია