
ავტორი
Front News საქართველო
ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის “მეგობრობის” საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.
“ბატონო პრეზიდენტო, გულწრფელ მადლობას გიხდით ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს ორდენი აღნიშნავს განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც არსებობს ჩვენს ორ ქვეყანასა და ხალხს შორის. ჩვენ ვამაყობთ ამ ძლიერი მეგობრობითა და პარტნიორობით. ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მტკიცედ ვართ განწყობილნი, ყველაფერი გავაკეთოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები. მადლობას გიხდით განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების განვითარებაში.
საქართველოს მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს და განავითაროს ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დღევანდელი დღე უკვე ისტორიულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის და თქვენი ქვეყნის მტკიცე სურვილისთვის, კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს