Logo

ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე

პოლიტიკა
261
Frontnews image description

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი ვიზიტები გამოიყენება პარტნიორებთან ეროვნულ და საკვანძო სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისთვის.

"ჩვენ ყოველ ჯერზე ასეთ ვიზიტებს ვიყენებთ იმისათვის, რომ ვესაუბროთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე საკვანძო, სახელმწიფოებრივ საკითხებზე ჩვენს პარტნიორებს, არის ერთდღიანი ფორმატი, სადაც მრგვალი მაგიდის რეჟიმში მექნება გზავნილების გაჟღერების საშუალება და მაქსიმალურად გამოვიყენებთ არაფორმალურ ფორმატებს იმისათვის, რომ შესაბამის ლიდერებს ვესაუბროთ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები