
ავტორი
Front News საქართველო
საკადრო გადაადგილებებმა და სხვა მიღებულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ ხელწერით გაგრძელდება მომავალშიც მოქმედება.
"ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას. აქედან გამომდინარე, გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში და ესეც ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას. გარდა ამისა, გატარდა კონკრეტული ზომები იმ შემთხვევებზე, რაც დაკავშირებული იყო ძალადობასთან. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება.
ასევე, მინდა შეგახსენოთ 4 ოქტომბერი. სწორედ საკადრო გადაადგილებებმა და სხვა მიღებულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. 4 ოქტომბერი იყო ზუსტად ჩვენი ხელწერის გამოხატულება და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს