Logo

ირაკლი კობახიძე - მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი

პოლიტიკა
115
Frontnews image description

მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი და შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამის საფუძველზე შეიძლება იყოს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები.

"ამის საფუძველზე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვიჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები