Logo

ირაკლი კობახიძე - მაქვს პატივი, მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა

პოლიტიკა
452
Frontnews image description

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე წარადგინა.

მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ნამდვილ ჩემპიონს წარადგენს, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.

„ქართული ოცნების“ გუნდის სახელით, მაქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად - მომავალ მერად წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი - კახა კალაძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები