
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში მმართველი პარტიის ლიდერებს შეხვდა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა შერიგების შესახებ რთული პროცესი იქნება.
“ქალბატონ სალომესთან, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია – მზად ვართ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომლის მიზანიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირება იქნება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის ამ პროცესის მიზანი. მიზანი არის საერთო, ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც საკმაოდ ამბიციური მიზანია და, ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რომელიც ამ მიზანთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს