Logo

ირაკლი კობახიძე - მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა

საზოგადოება
488
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული შემსრულებლის და მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო.

მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა მისი უნიკალური საშემსრულებლო სტილის, მტკიცე ხასიათისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო. 

თანავუგრძნობ მანანა მენაბდის ოჯახსა და ახლობლებს”, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Advertisement