
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველგან განსაკუთრებული კვალი დატოვა.
“ილია ჭავჭავაძე იყო სრულიად მრავალმხრივი ნიჭით, გასაოცრად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ის მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში, ყველა სფეროში დატოვა განსაკუთრებული კვალი ჩვენს ქვეყანაზე და შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი არ იყოს საგანგებოდ მოვლენილი ღმერთისგან ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე იქნა წმინდანად შერაცხული და მას ეწოდა წმინდა ილია მართალი. ეს არის საუკეთესო შეფასება იმ მოღვაწეობისა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ განვლო საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის და საკუთარი სამშობლოს სარწმუნოებისთვის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად იმ მემკვიდრეობას, რომელიც დაგვიტოვა ილია ჭავჭავაძემ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს