
ავტორი
Front News საქართველო
პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკის გაჯანსაღების გასაღები არის ერთადერთ რამეში – „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით პრინციპულად და არსებითად უნდა დასუსტდეს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს „ნაცმოძრაობის“ დასასუსტებლად.
“ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, იმისთვის რომ ოპოზიცია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი და დემოკრატია გაჯანსაღდეს. ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ მაქსიმუმს. ბევრი გავაკეთეთ ამისთვის შარშან, გავაკეთებთ ბევრს წელს, გაისად და უახლოესი წლების განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წლამდე შეგვიძლია პრინციპულად დავასუსტოთ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტური დესტრუქციისა და არაჯანსაღი პროცესების წყარო ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს