
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა კიდეც იმასთან დაკავშირებით, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი სააკაშვილის დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და ამაზე მერე ირიბად მანაც ისაუბრა” -ამის შესახებ განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “360 გრადუსი”.
მისი თქმით, სააკაშვილმა კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება და უკრაინაში სწორედ სააკაშვილის მიერ არის გაგზავნილი.
“მარგველაშვილი პირდაპირ არის ნაცმოძრაობის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის სამწუხაროდ. როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ პარტიის თავმჯდომარე არის მელია, რომელიც ბუნებრივად არის ლიდერი ამ დელეგაციის და მარგველაშვილი არის ნაცმოძრაობის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ამ ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს